სოფლად მცხოვრებ ქალთა ინტეგრაცია ინტერნეტის / სოციალური ქსელის მეშვეობით
პროექტი განხორციელდა 2012 წელს, ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით
სამიზნე არეალში ჩამოყალიბდა სოფლად მცხოვრებ მოქალაქეობრივად აქტიურ ქალთა პანელი, რომლებიც დატრენინგების შედეგად ჩაერთვნენ სოციალურ ქსელში; მოხდა მათი ცნობიერების ამაღლება ქალთა უფლებებთან და სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამებთან (პროექტებთან) დაკავშირებით; ეკონომიკური დამოუკიდებლობისა და თვითდასაქმების მიზნით გაეწიათ სხვადასხვა საკონსულტაციო (ადვოკატირება, ბიზნესი, შინამეურნეობის მართვა და სხვ.) მომსახურება.