მონიტორინგი გაეწია ოთხი მუნიციპალიტეტის (ზესტაფონი, სამტრედია, ბაღდათი, თერჯოლა) 2018-2020 წლების ნარჩენების მართვის გეგმებს. მომზადდა და დაიბეჭდა ანგარიში, რომელშიც სრულად შევიდა ყველა ის რეკომენდაცია და შენიშვნა, რომელიც მონიტორინგის დროს გამოიკვეთა და დაფიქსირდა. დაიბეჭდა და ადგილობრივ მოსახლეობას დაურიგდა საინფორმაციო ფლაერები ნარჩენების დახარისხების და რეცეკლირების შესახებ. ჩატარდა ტრენინგი ფერმერებისთვის – კომპოსტირების საკითხებზე, სადაც მონაწილეებმა დეტალურად მიიღეს ინფორმაცია, საყოფაცხოვრებო პირობებში კომპოსტის მიღებაზე და სოფლის მეურნებაში მის ბიოსასუქად გამოიყენებაზე.