ყურადღება! პლატფორმა მუშაობს სატესტო რეჟიმში.


"ინკლუზიური დიალოგი — ეფექტური სოციალური პოლიტიკისთვის"

  • პროექტი განხორციელდა 2019 წელს ევროკავშირის, World Vision საქართველოს, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის და საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის მხარდაჭერით
  • ლიდერი ორგანიზაცია LDA-საქართველო.
  • პარტნიორი ორგანიზაცია – პედაგოგთა კავშირი “განათლება და სამყარო”
პროექტი განხორციელდა 2019 წელს ევროკავშირის, World Vision საქართველოს, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის და საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის მხარდაჭერით

მომზადდა ბაღდათისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებისთვის საჭიროებებისა და სოციალური პოლიტიკის დოკუმენტი და მულტისექტორული თანამშრომლობის შეთავაზების პაკეტი.
იდენტიფიცირებული საჭიროებებიდან გამომდინარე, ბაღდათის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტში აისახა აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების რეაბილიტაცია/ აბილიტაციის პროგრამა, ასევე შინ მოვლის პროგრამა.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტში ასახვის მიზნით, შემუშავდა მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერისა და შინ მოვლის პროგრამები.
აქტორებისათვის ცნობიერების ამაღლების მიზნით განხორციელდა საგანმანათლებლო პროგრამა მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგნლებისთვის და ტრენინგ–სემინარები კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისა (CSR) და მოხალისეობის შესახებ ორივე მუნიციპალიტეტში.

2024 © ასოციაცია “ქალები რეგიონების განვითარებისათვის”