ახალგაზრდობის ინფორმირება კლიმატის ცვლილებების კუთხით არსებულ გამოწვევებსა და პოლიტიკის დოკუმენტებზე
პროექტის მიზანი და ამოცანები იყო:
ახალგაზრდობის ინფორმირებულობა და ცნობიერების დონის ამაღლება კლიმატის ცვლილებების კუთხით არსებულ გამოწვევებზე და პოლიტიკის დოკუმენტებზე.
ახალგაზრდული ქსელის „იყავი მეტად ინფორმირებული კლიმატის ცვლილების შესახებ!“ ჩამოყალიბება
პროექტის განხორციელების შედეგად:
რეგიონის ახალგაზრდობა, მოსახლეობა მეტად ინფორმირებული გახდა კლიმატის ცვლილებების საკითხებზე.
უნივერსიტეტი, რეგიონული მედიის წარმომადგენლები და ქალთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად ჩაერთვნენ კლიმატის ცვლილებების კუთხით განხორციელებულ აქტივობებში.
პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდა „ახალგაზრდული ქსელი კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ“.