შრომის უსაფრთხოების და სოციალური დიალოგის მონიტორინგი საზოგადოების ინფორმირებულობის გზით (2019-2020)
ფინანსური მხარდამჭერი:
- საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG)
- ლიდერი ორგანიზაცია – რეგიონალური ინიციატივების ცენტრი „ნათელი მომავალი“


სახელისუფლებო სტრუქტურებთან და პროფესიულ გაერთიანებებთან (მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთა და ქიმიკოსთა პროფკავშირები) თანამშრომლობის შედეგად მომზადდა ვრცელი ანგარიში (A4 ფორმატი–100 გვერდი) შრომის უსაფრთხოების სფეროში არსებულ გამოწვევებზე. „ჭიათურმანგანუმისა“ და ზესტაფონის „ფეროშენადნობ“ ქარხანაში შრომის უსაფრთხოების მონიტორინგის შედეგების შესახებ. ანგარიში მოიცავს რეკომენდაციებს, ასახავს იმ ხარვეზებს, რაც მძიმე, მავნე და საშიშ პირობებიან საწარმოებში შრომის ინსპექტირების დროს გამოვლინდა
მონიტორინგის პარალელურად, პროექტის ფარგლებში „ჭიათურ მანგანუმის“, ტყიბულის ქვანახშირის და ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის 22 დასაქმებულს ორდღიანი ტრენინგი ჩაუტარდათ სოციალური დიალოგის არსის, მნიშვნელობის და სწორად მართვის შემთხვევაში სარგებლის შესახებ. ისინი გაეცვნენ სხვა ქვეყნის პრაქტიკას და ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებში ამ კუთხით არსებულ სიახლეებს.


ტრენინგი ჩაუტარდათ იმერეთის რეგიონის მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებს (12 მონაწილე). ისინი საწარმოებში პროფკავშირების საქმიანობას და შრომის უფლებების კუთხით არსებულ ვითარებას გაეცვნენ. მათ ქონდათ საშუალება კონკრეტული ქეისები მოესმინათ და ემსჯელათ. მედიის წარმომადგენლებს მიეწოდათ ინფორმაცია შრომის უსაფრთხოების სფეროში არსებულ საკანონმდებლო ბაზაზე, ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებზე. ასევე, შრომის უსაფრთხოების სამსახურის შექმნის, მუშაობის და თანამშრომელთა აყვანის შესახებ. განხილული იქნა სახელმწიფო უწყებების საქმიანობა, რომელიც შრომის უსაფრთხოების კუთხით საწარმოებში ინსპექტირებას ახორციელებს.