პროექტი განხორციელდა 2019-2020 წწ. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მიერ.
მომზადდა დოკუმენტური ფილმი ინგლისურენოვანი ტიტრებით, ორგანიზაციის ძირითადი საქმიანობის შესახებ სახელწოდებით „ქალი სარბიელზე“ (Woman in Action). მომზადდა და დაიბეჭდა დასურათებული, A4 ფორმატის ანგარიში და დაიბეჭდა საინფორმაციო ტრიპლეტები ორგანიზაციის საქმიანობის (განხორციელებული პროექტების, ორგანიზაციასთან არსებული ქალთა კლუბების) შესახებ. ტვ „რიონის“ ეთერით გავიდა თოქ–შოუ, სადაც ორგანიზაციის დამფუძნებლებმა საზოგადოებას ჩააბარეს ანგარიში განვლილი საქმიანობის შესახებ. დამზადდა ბრენდირებული კალმები, ბლოკნოტები, მაისურები, ჭიქები და სამაგიდე დროშები ორგანიზაციის დასახელებითა და ლოგოთი. შეიქმნა ორგანიზაციის ოფიციალური ვებგვერდი www.wrd.ge.