გადავარჩინოთ ზღვის შროშანი, ყვითელი ყაყაჩურა, ჰართვისის მუხა!
- პროექტი განხორციელდა 2017-2018 წწ.
- მხარდამჭერი: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი (GEF)


ანაკლიისა და ყულევის მიმდებარე ზღვისპირა დიუნებში დაირგო ზღვის შროშანისა (3000 ერთ.) და ყვითელი ყაყაჩურას (500 ერთ.) პროექტის ფარგლებში გამოყვანილი ნერგები, შტორმის შედეგად გამორეცხილი 300-მდე ზღვის შროშანის ბოლქვი.
კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციულ საზღვრებში, მდინარე რიონის მარცხენა სანაპირო ზოლში, სოფელ ჭალადიდთან შემოიღობა 0,3 ჰა შერჩეული არეალი და დაირგო პროექტის ფარგლებში გამოყვანილი ჰართვისის მუხის 700-მდე ნერგი.
შედგა საინფორმაციო შეხვედრები და ჩატარდა ორი სოციოლოგიური გამოკითხვა სოფ. ერგეტას (ცვანეს დასახლების) მოსახლეობასთან. გაიმართა ტრენინგ-სემინარები ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლეებისათვის, არასამთავრობო ორგანიზაციების, მასმედიის წარმომადგენლებისათვის, საჯარო სკოლების პედაგოგებისა და მოსწავლეებისათვის. პროექტის შესახებ შეიქმნა დოკუმენტური ფილმი (ქრონომეტრაჟი 12 წთ). დაიბეჭდა საინფორმაციო ტრიპლეტი. დამზადდა კედლის კალენდარი. რადიო „ძველი ქალაქის“ ეთერში გავიდა რადიორგოლი. ჟურნალ National Geographic-ში გამოქვეყნდა ინფორმაცია. ტვ. „მეცხრე ტალღის“ ეთერში გავიდა თოქ შოუ და დოკუმენტური ფილმი. საპილოტე ტერიტორიაზე განთავსდა საინფორმაციო დაფები. გაიმართა შავი ზღვის სანაპირო ზოლის მდინარე ჭურიის აკვატორიის დასუფთავების მასშტაბური აქცია.