15 წელზე მეტი თქვენთვის და თქვენთან ერთად
15 წელზე მეტი სამუშაო
არასამთავრობო არასამეწარმეო ორგანიზაცია დაარსდა 2006 წელს
ქალთა გაძლიერება
ქალთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა, მათი საზოგადოებრივი საქმიანობის პოპულარიზაცია
10-ზე მეტი პროექტი
მიმდინარე სიახლეები
ჩვენ ვაერთიანებთ ათზე მეტ პროექტს საქართველოში
დაარსებიდან დღემდე, დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, ასოციაციამ განახორციელა ათი პროექტი. თვითდაფინანსებით, საკუთარი კონტრიბუციით კი — მრავალი ათეული მცირე პროექტი.
ასოციაციის მიერ 2007 წელს ქუთაისში, 2015 წელს ბათუმში და 2018 წელს ზუგდიდში დაფუძნდა ქალთა კლუბები, რომლებიც აერთიანებს ადგილობრივ წარმატებულ, პროფესიონალ ქალებს და რომელთა საქმიანობის ძირითადი მიმართულება ქველმოქმედება და სოციალური თემატიკაა.


ქალთა კლუბი
ხშირად დასმული კითხვები
ქალთა კლუბი არის ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა საქართველოს რეგიონებში ქალების გაძლიერებისა და სოციალური ცვლილებების ხელშეწყობის მიზნით. ჩვენი კლუბი დაარსდა 2007 წელს და მას შემდეგ აქტიურად ვმუშაობთ ქალების პროფესიულ განვითარებასა და საზოგადოებაში მათ წვლილზე.

ეს საიტი შექმნილია სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ასოციაცია ქალები რეგიონების განვითარებისთვის და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.
პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).
